მესი ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე ბომბარდირია
მესი ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე ბომბარდირია

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად 2:0 დაამარცხა „იუვენტუსი“. მეორე გოლი ესპანური კლუბის რიგებში ლიონელ მესიმ გაიტანა.

ეს იყო 33 წლის არგენტინელის კარიერაში 721-ე გოლი, რისი წყალობითაც, მან გაუსწრო ლეგენდარულ გერმანელს გერდ მიულერს და ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა ოფიციალურად დარეგისტრირებული გოლების რაოდენობით.

მესიზე მეტი გატანილი აქვთ მხოლოდ ბრაზილიელ რომარიოს (734), პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოსა (742) და ბრაზილიელ პელეს (767).