ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 500-გოლიანი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა - ფეხბურთის ისტორიაში ასეთი 16 მოთამაშეა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 500-გოლიანი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა - ფეხბურთის ისტორიაში ასეთი 16 მოთამაშეა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სრული სია, რომლებსაც საკლუბო დონეზე 500 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი.

ჩამონათვალში სამი მოქმედი ფეხბურთელია – კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სრული სია კი ასე გამოიყურება:

  1. რომარიო – 689 გოლი
  2. პელე – 684
  3. კრიშტიანო რონალდო – 661
  4. იოზეფ ბიცანი – 656
  5. ლიონელ მესი – 651
  6. ფერენც პუშკაში – 645
  7. ჯიმი ჯონსი – 635
  8. ჯო ბემბრიკი – 593
  9. ეუსებიო – 581
  10. გერდ მიულერი – 566
  11. გლენ ფერგიუსონი – 562
  12. ერნანდო პეიროტეუ – 538
  13. ჯიმი მაკგრორი – 538
  14. უვე ზეელერი – 508
  15. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 501
  16. ალფრედო დი სტეფანო – 500