ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 500-გოლიანი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა - ფეხბურთის ისტორიაში ასეთი 16 მოთამაშეა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სრული სია, რომლებსაც საკლუბო დონეზე 500 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი.
ჩამონათვალში სამი მოქმედი ფეხბურთელია – კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სრული სია კი ასე გამოიყურება:
- რომარიო – 689 გოლი
- პელე – 684
- კრიშტიანო რონალდო – 661
- იოზეფ ბიცანი – 656
- ლიონელ მესი – 651
- ფერენც პუშკაში – 645
- ჯიმი ჯონსი – 635
- ჯო ბემბრიკი – 593
- ეუსებიო – 581
- გერდ მიულერი – 566
- გლენ ფერგიუსონი – 562
- ერნანდო პეიროტეუ – 538
- ჯიმი მაკგრორი – 538
- უვე ზეელერი – 508
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 501
- ალფრედო დი სტეფანო – 500