როლან გაროსი 2022 - იგა შვიოტეკმა ზედიზედ 29-ე მატჩი მოიგო #1TVSPORT
როლან გაროსი 2022 - იგა შვიოტეკმა ზედიზედ 29-ე მატჩი მოიგო #1TVSPORT

დამაჯერებლად დაიწყო როლან გაროსის ქალთა ტურნირი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იგა შვიოტეკმა. მან პირველ წრეში 54 წუთში გაანადგურა უკრაინელი ლესია ცურენკო – 6:2, 6:0.

შვიოტეკისთვის ეს იყო მიმდინარე სეზონში ზედიზედ 29-ე მოგება. ასეთი სერია ქალთა ტურში 2013 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის რეიტინგის ლიდერს ზედიზედ ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

პოლონელი „დიდი სლემის“ მე-13 ტურნირს თამაშობს და პირველ წრეში მე-12 მოგება გაიფორმა. საწყის რაუნდებში მოგებების პროცენტული მაჩვენებლით (92.3%) იგა მხოლოდ სერენა უილიამსს (97.5%) ჩამორჩება.