ავსტრალიის ღია 2023 - ქალთა ტურნირს რეიტინგის ლიდერი და მთავარი ფავორიტი გამოეთიშა #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2023 - ქალთა ტურნირს რეიტინგის ლიდერი და მთავარი ფავორიტი გამოეთიშა #1TVSPORT

ყაზახი ელენა რიბაკინა ავსტრალიის ღიას პირველი მოთხედფინალისტი გახდა. მან ორ სტში – 6:4, 6:4 დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი იგა შვიოტეკი. ეს მატჩი დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ერთმანეთს ხვდებოდნენ „დიდი სლემის“ ბოლო სამი ტურნირის ჩემპიონები.

პირველი სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა: ჯერ რიბაკინა დაწინაურდა 2:0, მერე შვიოტეკმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, შემდეგ იგივე ყაზახმა გააკეთა და 5:4-ზე სეტზე ჩააწოდა.

მეორე სეტში ქამბექი შედგა – შვიოტეკმა 3:0 დაწინაურება შეძლო, მაგრამ რიბაკინამ მომდევნო შვიდი გეიმიდან ექვსი მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მან კარიერაში პირველად დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

ცოტა ხანში გაირკვა რიბაკინას მეტოქე მეოთხედფინალში. ეს არის როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონი, ლატვიელი ელენა ოსტაპენკო, რომელმაც ასევე ორ სეტში – 7:5, 6:3 დაამარცხა მეშვიდე ნომრად განთესილი კოკო გაუფი.