როჯერ ფედერერი შვეიცარიის საუკეთესო სპორტსმენი მეშვიდედ გახდა
როჯერ ფედერერი შვეიცარიის საუკეთესო სპორტსმენი მეშვიდედ გახდა

ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი შვეიცარიის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ამის შესახებ ციურიხში გამართული საზეიმო ცერემონიის დროს გამოცხადდა, რომელსაც მსოფლიოს მეორე ჩოგანი ვერ ესწრებოდა და ვიდეოჩართვის მეშვეობით გადაიხადა მადლობა.

ფედერერი კარიერაში მეშვიდედ გახდა ქვეყნის საუკეთესო სპორტმენი.

„ვახშმის შემდეგ, შვილებმა მკითხეს – სად ვაპირებდი წასვლას. მე ვუპასუხე, რომ შვეიცარიაში პრიზებს არიგებენ და შესაძლოა, მე გავხდე პირველი. ამაზე მათ მითხრეს: “ნომერ პირველი ხომ რაფაა!” – განაცხადა ფედერერმა.
ფედერერა 2017 წელს ATP-ის შვიდი ტიტული მოიგო, მათ შორის, უიმბლდონი და ავსტრალიის ღია პირველობა.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი ჩოგბურთელის მწვრთნელმა სევერინ ლიუტიმ “საუკეთესო მწვრთნელის” ნომინაციაში გაიმარჯვა.