მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ არ აპირებს უახლოეს ხანში კარიერის დასრულებას.
„დღეისთვის არაფერია შეცვლილი. ვაგრძელებ ბრძოლას და მინდა კორტზე დავბრუნდე, ვითამაშო ლეგენდებთან და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებთან. ვფიქრობ, მე ჯერ ისევ მაქვს განვითარების პოტენციალი.
ასე რომ, შემიძლია ზუსტად ვთქვა, რომ დღეს ჩოგბურთიდან ნამდვილად არ წავალ. ამ მომენტისთვის საინტერესო გამოცდილებას ვიძენ, რადგან საშუალება მაქვს ბიზნესი ვაწარმოო, დაკავებული ვიყო ქველმოქმედებით და თან ჩოგბურთიც ვითამაშო. უახლოეს დროში პენსიაში გასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა ფედერერმა.