„როიტერი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჯონ რეტკლიფს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში, შენონის აეროპორტში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ამის შესახებ „როიტერი“ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეხვედრა ორშაბათს გაიმართა. მეორე წყაროს ინფორმაციით კი, ზელენსკიმ და რეტკლიფმა იმ დროს ისაუბრეს, როდესაც მათი თვითმფრინავები საწვავით იტვირთებოდა.
შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან ორივე წყარომ თავი შეიკავა.
ცნობისთვის, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვს 25 აგვისტოს ეწვია. დასავლური მედია რეტკლიფის მოსკოვში ჩასვლის რამდენიმე შესაძლო მიზეზზე წერდა, მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოწოდებაზე, ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმისგან რუსეთის გაფრთხილებაზე, ასევე ირანთან თანამშრომლობის შემცირებისკენ მოწოდებაზე.