„როიტერი“ - მოსკოვი გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს ამერიკული არასაემიგრაციო ვიზის მიღება მესამე ქვეყანაში შეეძლებათ, როგორც „უსახლკარო ეროვნების“ მქონე პირებს
„როიტერი“ - მოსკოვი გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს ამერიკული არასაემიგრაციო ვიზის მიღება მესამე ქვეყანაში შეეძლებათ, როგორც „უსახლკარო ეროვნების“ მქონე პირებს

მოსკოვი გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს ამერიკული არასაემიგრაციო ვიზის მიღება მესამე ქვეყანაში, კერძოდ კი, პოლონეთში, როგორც „უსახლკარო ეროვნების“ მქონე პირებს, შეეძლებათ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ე.წ. უსახლკარო ეროვნების მქონე ქვეყანათა სიაში აშშ-ს 10 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი, სადაც უსაფრთხოების ვითარების თუ დიპლომატიური დაძაბულობის გამო, საკონსულო წარმომადგენლობები დახურულია. მათ შორისაა კუბა, ერითრეა, ირანი, ლიბია, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი.

აშშ-ის საელჩომ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის მაისში შეაჩერა. საპასუხოდ, მოსკოვმა აშშ არამეგობრულ ქვეყანათა სიაში შეიყვანა. შედეგად, ვაშინგტონმა რუსეთში დიპლომატიური კორპუსის შემადგენლობა შეამცირა და საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.