„როიტერი“ - 46 წლის შავკანიანი მოქალაქის გარდაცვალების გამო, მინეაპოლისში ძალადობრივი პროტესტი მიმდინარეობს
პოლიციის აგრესიის შედეგად, 46 წლის შავკანიანი მოქალაქის გარდაცვალების გამო მინეაპოლისში ძალადობრივი პროტესტი მიმდინარეობს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკვე მეორე ღამეა, მოქალაქეები პოლიციის შენობასთან იკრიბებიან და გარშემომდებარე მაღაზიებს აყაჩაღებენ.
ქალაქში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მუშაობს. პოლიციამ აქციის დაშლა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის მეშვეობით სცადა.
როგორც „როიტერი“ წერს ძალადობრივი აქცია 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ეხმაურება, რომელიც პოლიციის ერთ-ერთი ოფიცრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად დაიღუპა. ფლოიდზე ძალადობის კადრები ერთ-ერთმა მოქალაქე გადაიღო და სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
ფლოიდის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი ოფიცერი და სამი თანმხლები პოლიციელი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს. მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.