დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მინეაპოლისში ეროვნული გვარდია არეულობის დაწყებიდან არა მეოთხე, არამედ პირველსავე დღეს უნდა შეეყვანათ
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მინეაპოლისში ეროვნული გვარდია არეულობის დაწყებიდან არა მეოთხე, არამედ პირველსავე დღეს უნდა შეეყვანათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მინეაპოლისში ეროვნული გვარდია არეულობის დაწყებიდან არა მეოთხე დღეს, არამედ პირველსავე დღეს უნდა შეეყვანათ. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

დონალდ ტრამპის პოსტს თან ახლავს ვიდეო, სადაც მინეაპოლისში არეულობის შედეგები ჩანს.

„უნდა მიგეცათ საშუალება, რომ პოლიციას თავისი საქმე გაეკეთებინა და ეროვნული გვარდია პირველივე დღეს უნდა შეგეყვანათ და არა მეოთხე დღეს!“ – წერს დონალდ ტრამპი.

25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა, რასაც აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი არეულობები მოჰყვა.

დატოვე კომენტარი