„როიტერი“ - 2 იანვარს ხარკოვში ჩამოვარდნილი რაკეტის ნამსხვრევები ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტის იყო
2 იანვარს ხარკოვში ჩამოვარდნილი რაკეტის ნამსხვრევები ჩრდილოეთ კორეის წარმოების, Hwasong-11 ტიპის ბალისტიკური რაკეტის იყო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ გაერო-ს სანქციების დამკვირვებლების მიერ უშიშროების საბჭოს კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშშია აღნიშნული. 32-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის წარმოების რაკეტის ნამსხვრევების აღმოჩენა არის იარაღის ემბარგოს დარღვევა, რომელიც ჩრდილოეთ კორეისთვისაა დაწესებული.
„როიტერი“ წერს, რომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში სანქციების დამკვირვებლები უკრაინაში გაემგზავრნენ რაკეტის ნამსხვრევების შესამოწმებლად და ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს იმისა, რომ ხარკოვის მიმართულებით გაშვებული რაკეტა რუსეთის მიერ იყო წარმოებული.
„უკრაინის ხელისუფლების მიერ ტრაექტორიის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რაკეტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან იყო გაშვებული“, – აღნიშნულია უშიშროების საბჭოს კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში.
2006 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა გაერო-ს მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამებისთვის არის სანქცირებული.