ბრაზილიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა ნახევარმცველმა რობინიომ ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, როგორ წამოიწყო ერთხელ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩხუბი ჯენარო გატუზოსთან.
„ზლატანი ქედმაღალია, მაგრამ ამ სიტყვის კარგი გაგებით. ის თავის თავში დარწმუნებულია. ის არის იდეალური ფორვარდი ჩემთვის.
ერთხელ, ვარჯიშზე მან ჯიუ-ჯიცუს წესებით ბრძოლაში გამოიწვია გატუზო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მან მოისურვა ბრძოლა მრისხანე იტალიელ მცველთან, რომელიც ორთაბრძოლებით იყო დაკავებული?!
ვინ მოიგო მაშინ? რა თქმა უნდა, ზლატანმა. ის ყოველთვის იგებს“, – აღიარა რობინიომ „მარკასთან“ ინტერვიუში.