მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველის რობერტო კარლოსის ბებია კორონავირუსისგან განიკურნა. ჟისმალია დუშ სანტუშ და სილვამ, რომელიც 100 წლისაა, საავადმყოფოში ერთი თვე გაატარა.
ხანდაზმული ასაკის გამო, ქალი საკუთარ სახლში რესპირატორული დახმარების ქვეშ რჩება. როგორც აღნიშნავენ, ყოფილი ფეხბურთელის ბებია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსების გარეშე განიკურნა.
რობერტო კარლოსმა კარიერა 2015 წელს, „დელი დაინამოსის“ შემადგენლობაში დაასრულა.