„ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის მეორე და მესამე სიმბოლური ნაკრებიც წარმოადგინა
„ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის მეორე და მესამე სიმბოლური ნაკრებიც წარმოადგინა

ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრების გამოქვეყნების შემდეგ, ასევე დაასახელა ფეხბურთის ისტორიაში მეორე და მესამე სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები.

გადაწყვეტილება მიიღო 140 ჟურნალისტმა, რომლებიც ყოველ წელს ირჩევენ „ოქროს ბურთის“ მფლობელს.

მეორე ნაკრები: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) – რობერტო კარლოსი (ბრაზილია), ფრანკო ბარეზი (იტალია), კარლოს ალბერტო (ბრაზილია) – ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა), ფრენკ რაიკაარდი (ნიდერლადები), ანდრეა პირლო (იტალია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი) – რონალდინიო (ბრაზილია), იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები), გარინჩა (ბრაზილია).

მესამე ნაკრები: მანუელ ნოიერი (გერმანია) – პაულ ბრაიტნერი (გერმანია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია) – ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), დიდი (ბრაზილია), იოჰან ნეესკენსი (ნიდერლანდები), მიშელ პლატინი (საფრანგეთი) – ტიერი ანრი (საფრანგეთი), მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები), ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია).

დატოვე კომენტარი