რობერტ ლევანდოვსკის ოპერაცია ესაჭიროება, ის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
რობერტ ლევანდოვსკის ოპერაცია ესაჭიროება, ის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის საზარდულის ტრავმა აწუხებს. როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ ამტკიცებს, 31 წლის პოლონელს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

თუმცა, იმის გამო, რომ ლევანდოვსკის არ სურს ორი უახლოესი მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება „ოლიმპიაკოსისა“ (ჩემპიონთა ლიგა, 6 ნოემბერი) და „დორტმუნდის“ (ბუნდესლიგა, 9 ნოემბერი) წინააღმდეგ, ქირურგიული ჩარევა სანაკრებო პაუზისთვის გადაიდება. შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა უკვე გაინაღდა ევრო 2020-ზე თამაში, ამიტომაც ისრაელთან და სლოვენიასთან მატჩებს მნიშვნელობა არ აქვს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 15 ოფიციალურ მატჩში 19 გოლი გაიტანა. მან ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა – საწყის 10 მატჩში უგოლოდ არ დაუტოვებია მოედანი.