„ბარსელონა“ ლევანდოვსკის შეცვლას ნუნიესით აპირებს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ლევანდოვსკის შეცვლას ნუნიესით აპირებს #1TVSPORT

„ბარსელონა“ ინტერესს გამოთქვამს „ლივერპულის“ ფორვარდის, დარვინ ნუნიესის მიმართ, – წერს გაზეთი The Sun-ი.

წყაროს ცნობით, კატალონურ კლუბს განზრახული აქვს რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვა, რითიც სურს სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვა. 35 წლის პოლონელის შემცვლელად სწორედ 24 წლის ურუგვაელს მოაზრებენ.

მიმდინარე სეზონში ნუნიესმა 51 ოფიციალურ მატჩში 18 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.