„ბარსელონას“ ლევანდოვსკის მოშორება სურს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ლევანდოვსკის მოშორება სურს #1TVSPORT

„ბარსელონას“ სურს ამ ზაფხულს 35 წლის ფორვარდთან რობერტ ლევანდოვსკისთან გამოთხოვება, – წერს ინტერნეტგამოცემა Todofichajes-ი.

წყაროს ცნობით, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა ამგვარი ნაბიჯის გადადგმას სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის აპირებს. ფორვარდი წელიწადში ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს იღებს. „ბარსელონა“ გეგმავს ლევანდოვსკის საუდის არაბეთში ან პრემიერლიგაში გაშვებას, სადაც მისი შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში 47 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 25 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.