ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა აღნიშნა, რომ ფეხბურთი მოენატრა. „ბაიერნის“ ყოფილმა შემტევმა სპორტული კარიერა ერთი წლის წინ დაასრულა.
„თავდაპირველად, მე არ მენატრებოდა ფეხბურთი, მაგრამ შემდეგ დადგა ეტაპი, როცა მოწყენილობა ვიგრძენი და გავიფიქრე კიდეც: „იქნებ, ისევ მეთამაშა”. დროდადრო, მაქვს ასეთი სურვილი. შესაძლოა, ეს გრძნობა არასოდეს გადაივლის. მე სპორტსმენი ვარ“, – თქვა რობენმა „ბაიერნის“ პოდკასტში.
ნახევარმცველი მიუნხენური კლუბის რიგებში რვაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი.