დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა.
როგორც მედია წერს, სუნაკი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს.