ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ილაპარაკა ბრაზილიელი ფორვარდის რიშარლისონის ტრავმაზე. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელი ნამდვილად ვერ დაეხმარება თავის გუნდს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უახლოეს მატჩში, მაგრამ მოასწრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელებას.
„მას არ აქვს სერიოზული ტრავმა. ვფიქრობ, მცირე დრო სჭირდება აღდგენისთვის, შემდეგ კი ფორმას დაიბრუნებს.
იმედია, ის შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს. ტრავმა ნამდვილად არ არის ძალიან სერიოზული.
მიხარია მის გამო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა“, – მოჰყავს კონტეს სიტყვები გაზეთ The Mirror-ს.