რიბერიმ ბაიერნიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება
რიბერიმ ბაიერნიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ გააგრძელებს კლუბთან კონტრაქტს, რომელიც ივნისში იწურება.

„ჩემთვის ბაიერნში გადასვლა ოცნება იყო, რომელიც რეალობად მექცა. რთულია კლუბთან გამოთხოვება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ ოცზე მეტი ტიტული მოვიგეთ“, – განაცხადა რიბერიმ.

ფრანგი ბაიერნში 2007 წლიდან თამაშობს. მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში 35 წლის რიბერის 22 ტიტული დაუგროვდა, მათ შორის რვა ჩემპიონობა ბუნდესლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება 2012-13 წლებში.