საქართველოს პირველის არხის ინფორმაციით, ტირასპოლის „შერიფიდან“ წამოსული ლეანდრო რიბეიროს საქართველოში, გორის „დილაში“ თამაში აღარ სურს და ახალ კლუბს ეძებს.
ბრაზილიელი თავდამსხმელი ეროვნული ლიგის 2018 წლის საუკეთესო ლეგიონერი გახდა და ტირასპოლის „შერიფში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. გორის კლუბს ის იჯარის ამოწურვის შემდეგ დაუბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის ბრაზილიელი მოლდოვურ გუნდში აღარ რჩება, შევიტყვეთ, რომ მას საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებაც არ სურს და უკეთეს ლიგაში გადასვლის იმედად მოლაპარაკებას აწარმოებს.
გერმანული სამენჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, ლეანდრო რიბეიროს იჯარაში „შერიფმა“ გორის „დილას“ 50 ათასი ევრო გადაუხადა.