რენატო მოიკანოს კორონავირუსი აქვს - რაფელ ფიზიევთან ბრძოლის თარიღი შეიცვალა
რენატო მოიკანოს კორონავირუსი აქვს - რაფელ ფიზიევთან ბრძოლის თარიღი შეიცვალა

29 ნოემბერს ლას ვეგასში რენატო მოიკანო რაფაელ ფიზიევს უნდა შეხვედროდა. როგორც ცნობილი ხდება, ბრაზილიელ მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა და პრომოუშენი აქედან გამომდინარე ბრძოლის თარიღს ცვლის.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მოიკანოსა და ფიზიევის დაპირისპირება 12 დეკემბერს UFC 256-ის ფარგლებში შედგება.

მოიკანომ მსუბუქწონით დივიზიონში სადებიუტო ბრძოლა დამირ ჰაჯოვიჩის წინააღმდეგ გამარჯვებით დაასრულა. რაც შეეხება რაფაელ ფიზიევს, მან ბოლოს მარკ დიაკისს სძლია.