რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის მუნიციპალიტეტების 56 პროცენტი მმართველი პარტიის მიერ იქნება მართული
თურქეთის მუნიციპალიტეტების 56 პროცენტი მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის მიერ იქნება მართული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, მოსახლეობამ მმართველ პარტიას მხარი ზედიზედ 15 არჩევნებში დაუჭირა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი ეკონომიკის გაძლიერება, განვითარების შენარჩუნება და დასაქმების გაზრდა იქნება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სირიელ ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება და ამავადროულად სირიის ქალაქ მანბიჯს და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ მხარეს უსაფრთხო ადგილებად აქცევს.