რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტერორისტ ხალიფა ჰაფთართან ერთად, საერთო მაგიდასთან არ დავჯდები, მე მას დაჯდომის ნებას არ მივცემ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტერორისტ ხალიფა ჰაფთართან ერთად, საერთო მაგიდასთან არ დავჯდები, მე მას დაჯდომის ნებას არ მივცემ

ჩემი პოლიტიკური ხედვების თანახმად, ტერორისტ ხალიფა ჰაფთართან ერთად, საერთო მაგიდასთან არ დავჯდები, მე მას დაჯდომის ნებას არ მივცემ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით ბერლინში გამართული შეხვედრიდან დაბრუნებისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ფაიეზ ალ-სარაჯის მთავრობასთან მუშაობის სანაცვლოდ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გენერალ ხალიფა ჰაფთართან მოსკოვის ძალისხმევის გააქტიურება შესთავაზა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს, თუ რა სახის თამაშები მიმდინარეობს ლიბიაში ტერორიზმთან ბრძოლის ნიღბის ქვეშ.

„მივიღეთ 55-პუნქტიანი დეკლარაცია. გაერო-ს ზედამხედველობით არის საგზაო რუკა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, რომლისკენაც ჩვენ მხარეებს ბატონ პუტინთან ერთად მოვუწოდეთ, პოლიტიკური პროცესის შესაძლებლობა გაიხსნება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთი გაერო-სგან აღიარებულ ფაიეზ ალ-სარაჯის მთავრობას უჭერს მხარს, რუსეთი კი ამბოხებულ გენერალ ხალიფა ჰაფთარს.