რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-მა სირიის საზღვრიდან ქურთი მებრძოლების გაყვანის პირობა არ შეასრულა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-მა სირიის საზღვრიდან ქურთი მებრძოლების გაყვანის პირობა არ შეასრულა

აშშ-მა სირიის საზღვრიდან ქურთი მებრძოლების გაყვანის პირობა არ შეასრულა, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ის ამ შეთანხმების შეუსრულებლობას პირადად ტრამპს შეახსენებს.

თურქეთის პრეზიდენტისა და აშშ-ის ლიდერის შეხვედრა ხვალ ვაშინგტონშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში თურქეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა. მაიკ პენსი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ თურქეთი სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას შეაჩერებს, ხოლო ქურთი მებრძოლები სირია-თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას დატოვებენ.