„რეალმა“ ვინისიუსთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
„რეალმა“ ვინისიუსთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ კონტრაქტი გააგრძელა ვინისიუს ჟუნიორთან. 22 წლის გარემარბთან ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

გაზეთ AS-ის მონაცემებით, მხარეებმა კონტრაქტი ჯერ კიდევ ზაფხულში გააგრძელეს, მაგრამ მხოლოდ ახლა გამოცხადდა ამის შესახებ.

„რეალმა“ ბრაზილიელი 2018 წელს შეიძინა 45 მილიონ ევროდ. მისი წინა კონტრაქტის ვადა 2024 წელს იწურებოდა.

ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე ვინისიუსი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.