„რეალმა“ „ბარსელონა“ უშანსოდ დაამარცხა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მერვე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. დღის ცენტრალური მატჩი მადრიდში ჩატარდა, სადაც „რეალმა“ კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლა.

სამეფო კლუბმა მეტოქეს 4- დან 3 პერიოდი მოუგო და მიუხედავად მეორე მეოთხედში დიდი სხვაობით მარცხისა, საბოლოოდ შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით 86-76 მოიგო.

მადრიდელთა შორის ყველაზე შედეგიანი 16 ქულით ენტონი რენდოლფი გამოდგა. 13-13 ქულით დაასრულეს შეხვედრა გაბრიელ დეკმა და ფაკუნდო კამპასომ. სტუმართა შორის 19 ქულით ნიკოლა მიროტიჩი გამოირჩა. 8 ტურის შემდეგ „რეალი“ 5 მოგებითა და 3 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება. „ბარსელონა“ კი 6 მოგებითა და 2 მარცხით მეორე ადგილზეა.

ხიმკი – ოლიმპია მილანო 87-79

ანადოლუ ეფესი – ზენიტი 90-88

პანათინაიკოსი – ალბა 105-106 (ოვერტაიმი)

ბასკონია – მაკაბი 83-113