ესპანური მედიის ინფორმაციით, ხელსახოცი, რომელზეც მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, აუქციონზე გაიყიდება #1TVSPORT
ესპანური მედიის ინფორმაციით, ხელსახოცი, რომელზეც მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, აუქციონზე გაიყიდება #1TVSPORT

ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ხელსახოცი, რომელზეც 2000 წელს ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, აუქციონზე გაიყიდება.

აუქციონი 8 მაისს დაიწყო და 17 მაისს დასრულდება, ხოლო საწყისი ფასი 300 000 გირვანქა სტერლინგი იყო.

ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. „ბარსელონას“ შემადგენლობაში მან 782 მატჩი ჩაატარა, 674 გოლი გაიტანა და 35 ტიტული მოიპოვა.

არგენტინელმა ესპანური გუნდი 2021 წელს დატოვა და „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, ხოლო გასულ ზაფხულს ამერიკის საფეხბურთო ლიგის გუნდს, „ინტერ მაიამის“ შეუერთდა.

მესიმ კარიერის მანძილზე რვაჯერ მოიგო France Football-ის მიერ ორგანიზებული „ოქროს ბურთის“ გათამაშება.