ოფიციალურად - ჩავიმ „ბარსელონა“ დატოვა #1TVSPORT
ოფიციალურად - ჩავიმ „ბარსელონა“ დატოვა #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩავი ერანანდესი თანადებობიდან გაათავისუფლეს.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჩავი ერნანდესს დღეს შეატყობინა, რომ 2024/2025 წლების სეზონში ის გუნდის მთავარი მვრთნელი აღარ იქნება.

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ მადლობას უხდის ჩავის მწვრთნელის რანგში გაწეული სამსახურისთვის, რაც ავსებს მის დიდ დამსახურებას გუნდის წინაშე, როგორ ფეხბურთელისა და კაპიტნის. კვირას სევილიაში ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელის რანგში თავის უკანასკნელ მატჩს ჩაატრებს. უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ ახალი სამწვრთნლო შატბის დანიშვნის შესახებ“, – ნათქვამია კატალონიური კლუბის განცხადებაში.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ მეორე პოზიციაზეა და პირველადგილოსან „რეალს“ 14 ქულით ჩამორჩება.