ჩავი - „ბარსელონას“ პრეზიდენტთან ჩემს მომავალზე სასაუბროდ დრო გვექნება #1TVSPORT
ჩავი - „ბარსელონას“ პრეზიდენტთან ჩემს მომავალზე სასაუბროდ დრო გვექნება #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მადრიდის „რეალთან“ მოახლოებული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელი სპეციალისტი აცხადებს, გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი, ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლოს.

„პსჟ-თან მძიმე მარცხი, შესაძლოა, მოტივაციის დამატებით წყაროდ იქცეს და გუნდი ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ლა ლიგაში სიტუაცია დავძაბოთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ მადრიდის „რეალს“ უნდა შევხვდეთ, გუნდს, რომელმაც „მანჩესტერ სიტი“ ბოლო სამ წელში ორჯერ გამოთიშა ჩემპიონთა ლიგიდან.

ამბობენ, რომ „რეალს“ იღბალი აქვს, თუმცა მე ამის არ მჯერა. ისინი ბევრს შრომობენ და წარმატება სწორედ შრომის დამსახურებაა. ჩვენ ესპანეთში ასეთ ძლიერ გუნდთან გვიწევს დაპირისპირება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრა არ ყოფილა. ახლა ეს განსახილველი თემა არაა, ტიტულისთვის ვიბრძვით. მომავალზე სასაუბროდ დრო გვექნება“, – თქვა ჩავიმ.

რამდენიმე თვის წინ ესპანელმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ დატოვებდა, თუმცა მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ჩავის შენარჩუნება სურს.

„რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი დღეს, 21 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.