„რეალის“ სისტემის ოთხი ფეხბურთელი სექსუალური ხასიათის ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს #1TVSPORT

09:56, 15.09.2023
MANCHESTER, ENGLAND - FEBRUARY 11: The Real Madrid club badge on their shirts on February 11th, 2021 in Manchester, United Kingdom. (Photo by Visionhaus/Getty Images)

MANCHESTER, ENGLAND - FEBRUARY 11: The Real Madrid club badge on their shirts on February 11th, 2021 in Manchester, United Kingdom. (Photo by Visionhaus/Getty Images)

მადრიდის „რეალის“ სამი ფეხბურთელი დაკავებულია სექსუალური ხასიათის ვიდეოს გავრცელებისთვის.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ მადრიდული კლუბის სისტემის სამი ფეხბურთელი დააპატიმრა. ორი მათგანი „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში – „კასტილიაში“ თამაშობს, კიდევ ერთი – „რეალ C“-ში.

გამოძიებას ქალაქ ლას პალმასის პოლიცია აწარმოებს. გამოძიება კი დაიწყო არასრულწლოვანი გოგონას დედის განცხადების საფუძველზე. ქალი ამტკიცებს, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ჩაწერა სექსუალური ხასიათის ვიდეო მისი შვილის მონაწილეობით და შემდეგ გაავრცელა.

დაკავებულების სახელები უცნობია, მაგრამ აღნიშნავენ, რომ სკანდალში შეიძლება გარეულნი იყვნენ სხვა ფეხბურთელები, მათ შორის, პირველი გუნდის წევრები.

მოგვიანებით, ამ ამბავს „რეალის“ ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და გაირკვა, რომ დაკავებულია ოთხი და არა სამი ფეხბურთელი – ერთი „კასტილიადან“ და სამი – „რეალ C“-დან.

მადრიდული კლუბის განცხადებაში წერია: „კლუბისთვის ცნობილი გახდა, რომ „კასტილიას“ ერთმა ფეხბურთელმა და „რეალ C“-ს სამმა ფეხბურთელმა ჩვენება მისცეს პირადი ვიდეოს WhatsApp-ში სავარაუდო გავრცელების შესახებ.

როცა კლუბი დეტალურად გაეცნობა ფაქტებს, ის შესაბამის ზომებს მიიღებს“.

მსგავსი