„რეალის“ მოთამაშეებმა ჩემპიონობისთვის განკუთვნილ პრემიაზე უარი თქვეს
„რეალის“ მოთამაშეებმა ჩემპიონობისთვის განკუთვნილ პრემიაზე უარი თქვეს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა უარი თქვეს ფულად ბონუსებზე, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატისა და ესპანეთის სუპერთასის მოგებისთვის ეკუთვნოდათ. ამით ისინი კლუბს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაეხმარებიან.

როგორც ირკვევა, თითოეულ ფეხბურთელს ჩემპიონობისთვის 700 ათასი ევრო უნდა მიეღო, აგრეთვე, 300 ათასი ევრო სუპერთასზე გამარჯვებისთვის.

ახალ სეზონში მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში 0:0 ითამაშეს „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ. მომდევნო ტურში „რეალი“ 26 სექტემბერს ითამაშებს „ბეტისთან“.