„რეალი“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელს ხსნის #1TVSPORT
„რეალი“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელს ხსნის #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ამოქმედებას იწყებს. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ობიექტების მთავარი ღირსება პროდუქტების ხარისხი იქნება.

„რეალი“ იმედოვნებს, რომ რესტორნების ქსელის მეშვეობით გააფართოვებს საკლუბო ბრენდს მთელ მსოფლიოში.

რესტორნის სახელწოდებაა – UNO By Real Madrid. პირველი ობიექტი 2023 წლის ოქტომბერში მექსიკაში გაიხსნება.