მადრიდის „რეალი“ არ აპირებს თავის აკადემიაში კრიშტიანო რონალდოს ვაჟის გაფორმებას, – იტყობინება გამოცემა СОРЕ. 15 წლის კრიშტიანო რონალდო-უმცროსმა ცოტა ხნის წინ „რეალის“ 16-წლამდელთა გუნდში ივარჯიშა. ამ მომენტისთვის ის საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ იუნიორთა გუნდში ირიცხება.
წყაროს ცნობით, „რეალი“ არ განიხილავს უმცროსი რონალდოს გაფორმების შესაძლებლობას. მას მადრიდელთა აკადემიაში ვარჯიშისა და ფიზიკური ფორმის შენარჩუნების საშუალება ახლო აღმოსავლეთში რთული სიტუაციის გამო მისცეს.
უფროსი კრიშტიანო რონალდო „რეალში“ 2009-18 წლებში თამაშობდა.