რატი იონათამიშვილი - „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის ავტორებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობოების შეხედულებებს არ დაეყრდნონ
რატი იონათამიშვილი - „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის ავტორებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობოების შეხედულებებს არ დაეყრდნონ

ანგარიშის ავტორები ალბათ ვერც  წარმოიდგენდნენ, ანგარიშის დაწერიდან რამდენიმე დღეში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი თუ დაადასტურებდა, რომ 20 ივნისის ღამეს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

იონათამიშვილის აზრით, ანგარიშში ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებია.

„ანგარიშში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიც. მაგალითად, თუ ერთ აბზაცში არის საუბარი იმაზე, რომ აქცია 20 ივნისს მშვიდობიანი იყო, მეორეს მხრივ, წერია, რომ 90-ზე მეტი სამართალდამცავი იყო დაშავებული. ვფიქრობ, მსგავსი ანგარიშების შემუშავების დროს, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ავტორებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ,  მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს არ უნდა დაეყრდნონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშში, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი, ცალკე თავი ეთმობა სამართალდამცავთა დაუსჯელობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება“.

დატოვე კომენტარი