რასობრივ დისკრიმინაციაზე ეჭვის გამო, პოლიციამ პსჟ-ის ოფისი გაჩხრიკა
პარიზის პოლიციამ „პარი სენ-ჟერმენის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარა, – იტყობინება Nouvel Observateur. გამოცემის ინფორმაციით, ეს ოპერაცია მოთამაშეთა შერჩევისას რასობრივ დისკრიმინაციას უკავშირდება. დაახლოებით ერთი თვის წინ, კლუბში ამგვარ შემთხვევებზე მასალები Football Leaks-მა გამოაქვეყნა.
„ეს სტანდარტული პროცედურაა ამგვარი სახის გამოძიებისას“, – განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა. უფრო ადრე, „პარი სენ-ჟერმენში“ აღიარეს, რომ სასელექციო განყოფილება, მოთამაშეებს მათი წარმოშობის გათვალისწინებით არჩევდა. 16 ნოემბერს, პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
Football Leaks-ზე დაყრდნობით პრესაში დაიწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ფეხბურთელებს ოთხ ეთნიკურ ჯგუფად ყოფდა.