„რასმუსენ რეპორტსის“ მონაცემებით, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს ერთი პროცენტით გაუსწრო
„რასმუსენ რეპორტსის“ მონაცემებით, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს ერთი პროცენტით გაუსწრო

კვლევით ცენტრ „რასმუსენის“ (Rasmussen Reports) მონაცემებით, სექტემბრის შემდეგ პირველად, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონკურენტ ჯო ბაიდენს რეიტინგით გაუსწრო. საერთო ეროვნული კვლევის მიხედვით, ტრამპი ერთი პროცენტით უსწრებს ბაიდენს.

გამოკითხვის მიხედვით, ტრამპს მხარს 48 პროცენტი უჭერს, ხოლო ბაიდენს 47 პროცენტი ემხრობა. კიდევ სამი პროცენტი აშშ-ის მომავალ პრეზიდენტად სხვა პოლიტიკოსებს ასახელებს, ხოლო ორ პროცენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მიემხრობა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა 21-25 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარეს. გამოკითხვაში სულ 1500 რესპოდენტი მონაწილეობდა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.