ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი – ირანმა შესაძლოა, დატოვოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება

00:42, 01.11.2026

ირანმა შესაძლოა, დატოვოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, იმ შემთხვევაში თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება, ხოლო მისი შეიარაღებული ძალები შეერთებულ შტატებს დამანგრეველ დარტყმებს მიაყენებენ, თუმცა ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, – ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, მოჰსენ რეზაიმ განუცხადა.

მისი თქმით, ბირთვული საკითხის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც შეერთებული შტატები დააკმაყოფილებს ირანის მოთხოვნებს. რეზაიმ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტი აშშ-სთან „სამუდამოდ“ უნდა დასრულდეს და არცერთმა ქვეყანამ არ უნდა „გაბედოს“ ირანზე თავდასხმა.

„ჩვენ სერიოზულად ვადევნებთ თვალყურს დიპლომატიას, მაგრამ არ დავთმობთ ირანელი ხალხის უფლებებს. ომი თუ დაიწყება, ჩვენ ამერიკის რქებს ისე დავამტვრევთ, რომ მსოფლიომ დაინახოს, რამდენად უუნაროა ეს ურქო ძროხა თავის დაცვაში“, – განაცხადა მან შაბათს სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე „დაკეტილი დარჩება“ მანამ, ვიდრე ირანის ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

რეზაიმ ასევე ხაზი გაუსვა შიდა ერთიანობის მნიშვნელობას გარე საფრთხეებთან გამკლავებაში.

„ეროვნული ერთიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი რაკეტები და მტერი იმედგაცრუებული და გულგატეხილია, როდესაც ამ ერთიანობას ხედავს“, – განაცხადა ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა.

მსგავსი