„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა აპირებს ზაფხულში კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებას. ამის შესახებ განაცხადა ინგლისური კლუბის დროებითა მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა.
„დღევანდელი მდგომარეობით პოგბა არ გააგრძელებს კონტრაქტს „მანჩესტერ იუნაიტედთან“. დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში ის აქ არ იქნება“, – მოჰყავს რანგნიკის სიტყვები ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს.
პოგბას კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2022 წლის ივნისში იწურება. ადრე რანგნიკმა გამოაცხადა, რომ ფრანგი ამ სეზონში ვეღარ მოახერხებს ამ სეზონში თამაშს, რადგან „ლივერპულთან“ მატჩში ტრავმა მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ პოგბა „იუნაიტედს“ ამ ზაფხულს დატოვებს, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარმცველმა უკვე ჩაატარა თავისი ბოლო მატჩი მანჩესტერელთა შემადგენლობაში.
29 წლის ფრანგს „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 233 მატჩი, 39 გოლი და 51 შედეგიანი გადაცემა დაუგროდა.