რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამინ შამილიშვილი 278 კგ-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში ჯერ 121, შემდეგ კი 127 კგ. დაძლია, აკვრაში კი მისი შედეგი 145 და 151 კგ. იყო.
კონტინენტის პირველობაზე პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ვერცხლის მედალია, რომელიც 55 კგ. წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძემ მოიპოვა.
30 მაისს ევროპის ჩემპიონატის ფიცარნაგზე გამარჯვებულები 67 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, საქართველოს ნაკრების ღირსებას კი შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე დაიცავენ.
22 საათიდან პირველი არხი შეჯიბრის ტელე-რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.