რამდენად ბინძურია წვერი — რას აჩვენებს სამეცნიერო მტკიცებულებები #1tvმეცნიერება
რამდენად ბინძურია წვერი — რას აჩვენებს სამეცნიერო მტკიცებულებები #1tvმეცნიერება

დიდი ხანია, წვერთან მიმართებაში მიდგომა არაერთგვაროვანია. ზოგჯერ ელეგანტურად აღიქმება, ზოგჯერ კი არაჰიგიენურად. საინტერესოა, რამდენად ბინძურია წვერი რეალურად?

ადამიანის კანზე მილიარდობით მიკროორგანიზმი ბინადრობს — ძირითადად ბაქტერიები, მაგრამ ასევე სოკოები და ვირუსებიც. სახის თმა მათ უნიკალურ გარემოს უქმნის აღორძინებისთვის.

კვლევები აჩვენებს, რომ წვერი განსაკუთრებით ხელსაყრელია მრავალფეროვანი მიკრობული პოპულაციისთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს რწმენას, რომ ის არაჰიგიენურია. ცოტა ხნის წინ, Washington Post-ი იუწყებოდა, რომ ზოგიერთ ტუალეტში უფრო ნაკლები მიკრობია, ვიდრე საშუალო წვერში.

მართლაც წარმოადგენს თუ არა წვერი რისკს ჯანმრთელობისთვის? მტკიცებულებების უფრო დეტალური შესწავლა ნიუანსირებულ სურათს ავლენს.

კანზე მიკრობული პოპულაცია ცვალებადია ადგილმდებარეობის მიხედვით და მასზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ტემპერატურა, მჟავიანობა (pH), ტენიანობა და საკვებ ნივთიერებებზე ხელმისაწვდომობა. წვერი ქმნის თბილ, ხშირად ნოტიო გარემოს, სადაც გროვდება საკვების ნარჩენები და ცხიმები — იდეალური გარემო მიკრობების ზრდისთვის.

მიკრობები ხარობენ წვერის მიერ შექმნილი არა მხოლოდ თბილი, ნოტიო გარემოს გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის მუდმივად ექცევა ახალი დაბინძურებისა და მიკრობების ზემოქმედების ქვეშ, განსაკუთრებით ხელების მხრიდან, რომელსაც ხშირად ვახებთ ზედაპირებსა და სახეს.

წვერის ჰიგიენის შესახებ მეცნიერებს შორის შეშფოთება 50 წელიწადზე მეტს ითვლის. ადრეული კვლევები აჩვენებდა, რომ სახის თმას ბაქტერიებისა და ბაქტერიული ტოქსინების შენარჩუნება დაბანის შემდეგაც კი შეუძლია. ამან წარმოშვა მდგრადი იდეა, რომ წვერი ერთგვარი ბაქტერიული რეზერვუარია, რომელიც შეიძლება ინფექციის რისკს წარმოადგენდეს სხვებისთვის.

ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთათვის ამან წვერი დაპირისპირების საგნად აქცია, განსაკუთრებით საავადმყოფოებში, სადაც პათოგენების გადადება შემაშფოთებელი საკითხია. თუმცა, საავადმყოფოებში ჩატარებულმა კვლევებმა შერეული შედეგები აჩვენა. ერთი კვლევის მიხედვით, წვერიან ჯანდაცვის მუშაკებს სახეზე უფრო მეტი ბაქტერია აქვთ, ვიდრე მათ სუფთად გაპარსულ კოლეგებს.

კიდევ ერთ კვლევაში, რომელშიც შეისწავლეს, ჰიგიენური იქნება თუ არა ძაღლებისა და ადამიანების მიერ ერთი და იგივე მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიის დანადგარის გამოყენება, დაადგინეს, რომ კაცების უმეტესობის წვერი გაცილებით მეტ მიკრობს შეიცავს, ვიდრე ძაღლის ბალანი, მათ შორის, საშიშ ბაქტერიებს. კვლევამ დაასკვნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ არსებობს არანაირი რისკი, თუ ძაღლებიც ჩვენს MRI სკანერებს გამოიყენებენ.

თუმცა, სხვა კვლევებმა ეჭვქვეშ დააყენა იდეა, რომ წვერი ინფექციის რისკს ზრდის. მაგალითად, ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ბაქტერიების კოლონიზაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სხვაობა არაა წვერიან და სუფთად გაპარსულ ჯანდაცვის მუშაკებს შორის.

იგივე კვლევა ასევე იუწყებოდა, რომ წვერიანი ექიმები უფრო ნაკლებად ატარებდნენ ბაქტერია Staphylococcus aureus-ს — ჰოსპიტალური ინფექციების ძირითად გამომწვევს და რომ არ არსებობდა ინფექციის მაჩვენებლის ზრდა იმ პაციენტებში, რომლებსაც ქირურგიული ნიღბების მატარებელი წვერიანი ქირურგები მკურნალობდნენ.

წვერმა ზოგჯერ შეიძლება გაავრცელოს კანის ინფექციები, მაგალითად, იმპეტიგო — გადამდები გამონაყარი, რომელსაც S. aureus-ი იწვევს; ეს ბაქტერია ძირითადად სახის თმაში გვხვდება.

იშვიათ შემთხვევებში, წვერში, წარბებსა და წამწამებში ჩნდება ბოქვენის ტილიც, რომელიც ძირითადად საზარდულის მიდამოებში ბინადრობს; განსაკუთრებით ასე ხდება ცუდი ჰიგიენის ან ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემთხვევაში.

უგულებელყოფილმა წვერმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, ანთება და ინფექცია. წვერის ქვეშ კანი მდიდარია სისხლძარღვები, ნერვული დაბოლოებებითა და იმუნური უჯრედებით და შესაბამისად, ძლიერ მგრძნობიარეა მიკრობული და გარემოებითი სტრესორების მიმართ. როდესაც გროვდება კანის ქონი, მკვდარი კანი, საკვების ნარჩენები და დამაბინძურებლები, კანი შეიძლება გაღიზიანდეს და გააძლიეროს სოკოებისა და ბაქტერიების ზრდა.

ექსპერტები ძლიერ გვირჩევენ, რომ ყოველდღე დავიბანოთ წვერი და სახე. ასე იცილებთ ჭუჭყს, ცხიმს, ალერგენებსა და მკვდარ კანს, რაც ხელს უწყობს მიკრობების დაგროვების პრევენციას.

დერმატოლოგები ასევე გვირჩევენ დატენიანებას, რათა თავიდან ავიცილოთ გამოშრობა, წვერის სავარცხლის გამოყენებას ნარჩენების გასასუფთავებლად, შეჭრას ცვენის კონტროლისა და შემცირებისთვის. ეს ნაბიჯები ხელს უწყობს არა მხოლოდ ჰიგიენის შენარჩუნებას, არამედ წვერის ჯანმრთელობას და იერსახეს.

მაშ არის თუ არა წვერი ბინძური? სხვა მრავალი რამის გამო, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად უვლით. ყოველდღიური ჰიგიენითა და სათანადო მოვლით, წვერი მცირე რისკს ფლობს და შეიძლება იმაზე ჯანმრთელიც კი იყოს, ვიდრე ერთ დროს მიიჩნეოდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.