რაიან გიგზმა დაასახელა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები, რომლებსაც ფერგიუსონი არასოდეს უყვიროდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა გაიხსენა, როგორ მუშაობდა ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თავის ფეხბურთელებთან.
„იყო სამი ან ოთხი მოთამაშე, რომლებსაც სერ ალექსი არ უყვიროდა: ერიკ კანტონა, ბრაიან რობსონი, როი კინი და კრიშტიანო რონალდო. მათ ჩვენთვის გამარჯვება მოჰქონდათ. ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ მინდორზე, ამიტომაც ფერგიუსონს არასოდეს მიაჩნდა საჭიროდ მათი კრიტიკა.
იყო მატჩები, რომლებშიც კანტონა არაფერს აკეთებდა. არ გაჰქონდა გოლი, არ ასრულებდა შავ სამუშაოს, როგორც უეინ რუნი ან კარლოს ტევესი, არანაირი გავლენა არ ჰქონდა თამაშზე, მაგრამ ფერგიუსონმა ცოდა, რომ ადრე თუ გვიან მას ყველაფერი გამოუვიდოდა. ჩვენ შეგვეძლო ვმჯდარიყავით და გვეფიქრა, რომ სერ ალექსი ვალდებული იყო მისთვის ორიოდ სიტყვა ეთქვა, მაგრამ ასე არ ხდებოდა.
მომდევნო ტურში კი კანტონა მინდორზე გადიოდა და გამარჯვების გოლი გაჰქონდა ან რაღაც ჯადოქრობას ჩადიოდა. ეს აჩვენებს, რომ ფერგიუსონმა იცოდა ვარსკვლავებთან მუშაობა. ის ფსიქოლოგიის ოსტატი იყო. მან შეძლო მაქსიმუმის მიღება საკუთარი ფეხბურთელებისგან“, – განაცხადა უელსელმა.