„მანჩესტერ სიტის“ შემტევი რაჰიმ სტერლინგი დროებით გამოიყვანეს ინგლისის ნაკრების შემადგენლობიდან. კერძოდ, ფეხბურთელი ვერ დაეხმარება ეროვნულ გუნდს ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში მონტენეგროს წინააღმდეგ, – წერს გაზეთი „გარდიანი“.
სტერლინგი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა იმის გამო, რომ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩში კონფლიქტში შევიდა „წითლების“ მცველთან ჯო გომესთან. კერძოდ, „სიტის“ ლიდერმა მოინდომა ყელში წვდომოდა ლივერპულელს.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა ინციდენტის დეტალების გაცნობის შემდეგ, გადაწყვიტა დროებით ჩამოაშოროს სტერლინგი ეროვნულ გუნდს. ასე რომ, ფეხბურთელი არ იქნება 14 ნოემბერს, მონტენეგროსთან მატჩში.
სტერლინგს ევრო 2020-ის შესარჩევში რვა გოლი აქვს გატანილი და საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილს იყოფს თანამემამულე ჰარი კეინთან.