რაჰიმ სტერლინგი - ახალგაზრდა შავკანიან მწვრთნელებს თავის გამოჩენის საშუალება არ აქვთ
„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა რაჰიმ სტერლინგმა ინგლისურ ფეხბურთში რასობრივი უთანასწორობის პრობლემაზე ილაპარაკა.
„პროტესტი – შესანიშნავი ათვლის წერტილია იმისთვის, რომ თქვენი ხმა გაიგონონ, მაგრამ მხოლოდ პროტესტებით ამ ქვეყანაში სიტუაციას ვერ შეცვლი. საქმე ისაა, რას გავაკეთებთ შემდეგ. საჭიროა ლაპარაკი პრობლემებზე, უნდა შეიცვალოს საზოგადოება და შემდეგ მან შესაბამისად იმოქმედოს. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით, ახლა კი მოქმედების დრო მოვიდა.
ავიღოთ ამგვარი სამწვრთნელო პერსონალი: სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლემპარდი, სოლ კემპბელი და ეშლი კოული. თითოეულ მათგანს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, ყველანი ინგლისში თამაშობდნენ. ამავდროულად, მათ წარმატებით ჩააბარეს გამოცდები სამწვრთნელო ლიცეზიაზე, რათა ყველაზე მაღალ დონეზე ემუშავათ, მაგრამ ის ორი, ვისაც არ მისცეს თავის გამოჩენის საშუალება – შავკანიანები არიან“, – განაცხადა სტერლინგმა BBC-სთან ინტერვიუში.
ლემპარდი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელია, ჯერარდი – „რეინჯერსის“.
კემპბელი მუშაობდა ინგლისის დაბალი ლიგების ორ კლუბში, კოული კი „ჩელსის“ აკადემიაშია.