რაგბის მსოფლიო თასი | უელსმა ავსტრალია დაამარცხა და საქართველოს ნაკრების ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასზე C ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) შეხვედრაში ერთმანეთს უელსისა და ავსტრალიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი უელსელთა გამარჯვებით დასრულდა – 40:6.

უელსის ნაკრებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და დამსახურებულად გაიმარჯვა, უელსელებს ერთი ლელო დააკლდათ ბონუსქულის მოსაპოვებლად, ავსტრალიელებმა კი ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს.

C ჯგუფს 14 ქულით უელსის ნაკრები ლიდერობს, მას 6-6 ქულთ ფიჯისა და ავსტრალიის ნაკრებები მოჰყვებიან, საქართველოსა და პორტუგალიას კი 2-2 ქულა აქვთ და შესაბამისად 5-6 ადგილებს ინაწილებენ.

დღის მეორე მატჩში შოტლანდიის ნაკრებმა ტონგა 45:17 დაამარცხა.

მსოფლიო თასზე 25 და 26 სექტემბერს შესვენებაა. ტურნირი 27 სექტემბერს ურუგვაისა და ნამიბიის შეხვედრით განახლდება.


უელსი – ავსტრალია 40:6


ლელო: დევისი, ტომპკინსი, მორგანი.

გარდასახვა: ანსკომბი, ბიგარი.

ჯარიმა: ანსკომბი (6) – დონალდსონი (2).

არეკნი: ანსკომბი.


შოტლანდია – ტონგა 45:17


ლელო: ტერნერი, ვან დერ მერვე, სტეინი, დარჯი, ჰორნი, კინგჰორნი, გრაჰამი – კატა, ტამეიფუნა.

გარდასახვა: რასელი (5) – ჰავილი (2).

ჯარიმა: – ჰავილი.