საქართველოს რაგბის კავშირი უელსის ნაკრებს ტესტმატჩის ჩასატარებლად თბილისში იწვევს #1TVSPORT
საქართველოს რაგბის კავშირი უელსის ნაკრებს ტესტმატჩის ჩასატარებლად თბილისში იწვევს #1TVSPORT

საქართველოს რაგბის კავშირი განაგრძობს მუშაობს „ბორჯღალოსნებისთვის“ ტესტმატჩების დასაგეგმად და უელსის ნაკრებს შემოდგომაზე თბილისში შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს:

„რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ექვსი ერის დასრულების შემდეგ „ბორჯღალოსნები“ დიდი პატივით გიწვევთ უელსის ნაკრებს შემოდგომის ტესტმატჩზე თბილისში. რამდენიმე დაუვიწყარი და საინტერესო თამაში გვქონია, რამაც ჩვენს ორ, უზომოდ ამაყ სარაგბო ერს, მორაგბეებსა და ქომაგებს შორის საოცარი ურთიერთობები ჩამოაყალიბა.

ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ უელსელ „დრაკონებს“ თბილისში და შემდეგ გეწვიოთ კარდიფში, საპასუხო თამაშზე.

როგორც უელსის ლეგენდარული კაპიტანი, სემ უამბარტონი ამბობდა, ეს ისაა, რასაც რაგბის ქომაგები ყოველთვის დიდი სიხარულით ნახავენ.

ჰოდა, მოდი, ასეც მოვიქცეთ: საქართველოში ხშირად ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია და თბილისში უელსელთა მასპინძლობაზე უფრო დიდი საჩუქარი რაღა უნდა იყოს“.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტმატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ორი მეტოქე უკვე ცნობილია – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ იაპონიის ნაკრებს შეხვდებიან, 20-ში – ავსტრალიას.