აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა გაამხილა ტირილის მიზეზი დაჯილდოვების ცერემონიის დროს.
„მატჩის ბოლო სამი საათი ძალიან მძიმე იყო – როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. და როცა მატჩის შემდეგ ცენტრალურ კორტზე უჩვენეს ჩემი წინა გამარჯვებების ვიდეო, ხოლო ხალხმა ტაში დამიკრა… ამან ეს მომენტი განსაკუთრებული და დაუვიწყარი გახადა. მედვედევმაც ასევე შესძინა მნიშვნელობა ამ მომენტს. ის იბრძოდა და თამაშობდა, როგორც ჩემპიონი.
ვფიქრობდი, რომ ვბერდებით, მაგრამ ეს კარგიცაა. დავინახე ყველაფერი, რაც კარიერის განმავლობაში თავს გადამხდა. ამასთან, მე ისევ ჩოგბურთში ვარ და ვაგრძელებ მოგებას. ემოციებმა ამოხეთქა, თავში კი სხვადასხვა მოგონებამ გაიელვა. ვფიქრობ, ასე ხშირად ხდება, როცა ეკრანზე გიჩვენებენ თქვენს მიღწევებს, თქვენ კი აცნობიერებთ, რა გაიარეთ ამ ყველაფერის გამო”, – მოჰყავს 33 წლის ნადალის სიტყვები გაზეთ „ას“-ს (AS).
აშშ-ის ღიას ფინალში ესპანელმა რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა – 7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4.