რა ვითარებაა პარლამენტის შენობის წინ [ფოტო]
რა ვითარებაა პარლამენტის შენობის წინ [ფოტო]

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. ისინი დასუფთავების სამსახურის მიერ კარვების აღებას და საბავშვო ატრაქციონების აღებას აპროტესტებენ.

ხმაური მოჰყვა ადგილზე ბატუტის მიტანას. აქციის მონაწილეები მერიის წარმომადგენლებს ბატუტის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გიორგი მუმლაძე და ზუკა ბერძენიშვილი, ხოლო შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანი,  მათ შორის ნოდარ რუხაძე, ბექა ბასილაია და ბექა კოკაია. ჯერ უცნობია, აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან თუ ტერიტორიას განარიდეს. შსს-ში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები დღეს ღამით აიღო და ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.

ამის შემდეგ, ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ, კარვების აღება გააპროტესტეს და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.